logo
ENG



13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

23 იან 202415:54
3 წუთის საკითხავი
 
13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონული სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც 13 წლის გოგოს გაუპატიურებაშია ბრალდებული. კაცი გოგოს მამიდის ქმარია.

ბრალდებული ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

18 იანვარს გავრცელა ინფორმაცია, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე კაცმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის  ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს გაუპატიურებას, ჩადენილს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. მუხლი 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა.


close დახურვა