ბიძინა ივანიშვილი საზოგადოება თავის შიშს ისევ ხალხის ძალის საშუალებით უმჟღავნებს. ოლიგარქმა საკუთარი დეპუტატების სახელით ამჯერად იმაზე ილაპარაკა, რა საფრთხესაც ქვეყნის შიგნით გრძნობს. თუ წინა წერილი დასავლელ პარტნიორებზე შეტევას ემსახურებოდა და სანქციების შიშს ადასტურებდა, ახლა სამიზნე პრეზიდენტია. წერილის მიხედვით, ივანიშვილი ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე 2 თვით ადრე გადადგება. პრეზიდენტს ოპოზიციაში, კერძოდ, ლელოში გადასვლას უწინასწარმეტყველებს. ივანიშვილის წარმომადგენლები მეორე ვერსიაზეც ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.