logo
ENG



მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

28 იან 202411:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/28/5gpnemepsvlrtku.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.

მათი განცხადებით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც 90-მდე ადამიანი იმყოფებოდა .

"ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.


close დახურვა