logo
ENG



საფარის ცნობით, კახეთში დააკავეს კაცი, რომელიც ქალს მოკვლით ემუქრებოდა

31 იან 202423:32
3 წუთის საკითხავი
 
საფარის ცნობით, კახეთში დააკავეს კაცი, რომელიც ქალს მოკვლით ემუქრებოდა

საფარის ცნობით, კახეთში დააკავეს კაცი, რომელიც ქალს მოკვლით ემუქრებოდა - ქალმა ორგანიზაციას დახმარებისთვის 29 იანვარს მიმართა.

მათი ინფორმაციით, 5 იანვარს კაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომელსაც ის მეორე დღიდანვე სისტემატურად არღვევდა, მუქარას და ქალზე ფსიქოლოგიურ ძალადობას აგრძელებდა - მუქარის მიზეზი კი ქალისგან ურთიერთობაზე მიღებული უარი იყო.

"საქმეში ჩართვისთანავე საფარის კახეთის რეგიონის იურისტმა, მარი ზურაბაშვილმა ქალთან ერთად 30 იანვარს მიმართა პოლიციის სამმართველოს, რომელსაც ქალის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები წარუდგინეს. გამოძიება მუქარის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო, კაცი იმავე ღამით დააკავეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

საფარიში აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში პროკურატურა ქალს დაზარალებულად ცნობს და დაკავებულს ბრალს ოფიციალურად წარუდგენს - აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოთხოვნით სასამართლო კი კანონით დადგენილ ვადაში გაიმართება.


close დახურვა