logo
ENG



"არც გიდასტურებთ, არც უარვყოფ" - მდინარაძე კითხვაზე, გაწყვიტეს თუ არა კლუგჰაფტთან კონტრაქტი

01 თებ 202415:38
3 წუთის საკითხავი
clock 843
2024/02/01/qnt3t5wiwne6u94.jpg

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა ოცნებამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაქირავებულ PR-კონსულტანტ მოშე კლუგჰაფტთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ მოშე კლუგჰაფტის მრჩევლად აყვანის შესახებ განცხადება თავად გაავრცელა, დღეს კითხვაზე, შეწყვიტეს თუ არა მასთან თანამშრომლობა, მდინარაძე ამბობს, რომ "ეს არ არის საჯაროდ გასახმოვანებელი ინფორმაცია". 

"არა, ამის დასტური მე არ შემიძლია. ჩვენ ბევრთან გვაქვს ურთიერთობა და პიარულ ნაწილში ვაგრძელებთ კონსულტანტებთან ურთიერთობას. ეს არ არის საჯაროდ გასახმოვანებელი ინფორმაცია. ჯერჯერობით არ დაგიდასტურებთ, არც დაგეთანხმებით და არც უარყოფას გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს და შევიკავებ თავს დღეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

2023 წლის 13 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მოშე კლუგჰაფტი და მირი მიქაელი საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიული მრჩევლები გახდნენ. მმართველმა პარტიამ მათთან კონტრაქტი გააფორმა.

მოშე კლუგჰაფტის სახელი სისხლიან ბანერებს უკავშირდება, კერძოდ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ბანეკრებზე, რომელზეც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გამოსახულები.

ის ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ჩამოიყვანა. სწორედ მოშე ჰლუგჰაფტის იდეა იყო, რომ საარჩევნო ბანერებიდან სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, მმართველი პარტიის დამფუძნებლების თუ სხვა ლიდერების ფოტოები ყოფილი გამოსახული.


close დახურვა