წერეთლის პროსპექტზე მოძრაობა გაიხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რეაბილიტაციის დასრულებას. ხარვეზიანი სამუშაოების გამო დაწუნებული კიდევ ერთი კომპანია კი ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარის შეკვეთას ელოდება. წერეთელზე წარუმატებელი გამოცდილების მქონე ერთმა კომპანიამ 15-მილიონიანი დაკვეთით კასპში გადაინაცვლა, მეორე შპს - სიღნაღსა და გარდაბანში გეგმავს სამუშაოებს. მერიის პირობის მიუხედავად, არცერთი გაშავებული კომპანია სინამდვილეში შავ სიაში ჯერ კიდევ არ არის.
გახსნილი მოძრაობა და დაუსრულებელი რეაბილიტაცია
01 თებ 202420:29
3 წუთის საკითხავი