logo
ENG



ონიანის თქმით, ენმ-ს ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება

05 თებ 202412:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/05/aaq0a6rydvh05jq.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ონიანის თქმით, პარტიას ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ ის ფეისბუქპოსტში საუბრობს.

ონიანი წერს, მას შემდეგ, რაც ენმ-ში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ახალ მენეჯმენტთან მისი თანამშრომლობა ვერ შედგა.

ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას, იყო უამრავი გამოწვევა, სირთულე რასაც სწორედ ერთობით ვცემდით პასუხს. ერთი წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა, არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს ვფიქრობ ბევრმა ისაუბრა ამ თემაზე და არ მინდა თუნდაც მინიმალურად დავაზიანო ოპოზიციის საერთო ინტერესი.

ვინაიდან ვთვლი, რომ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს და ბიძინა ივანიშვილი ანუ რუსული მმართველობა, კორუფცია, მაფიოზობა, თაღლითობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და ხალხის აბუჩად აგდება უნდა დასრულდეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები და პოლიტიკურ ასპარეზზე ბოლო პერიოდში გამოჩენილ ღირსეულ, ერუდირებულ და გამარჯვებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად გავაკეთო ყველაფერი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.

დიახ, ვფიქრობ ნიკა გვარამია და ახალი ადამიანების დიდი ჯგუფი, დიდი პოტენციალით, ქვეყანას გამოიყვანს იმ ჭაობიდან რომელშიც 2012 წელს შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა პროდასავლურ პარტიას ვუსურვებ წარმატებებს და ჯამურ გამარჯვებას 2024 არჩევნებზე", - დაწერა ონიანმა.

 

 

close დახურვა