logo
ENG



ოხანაშვილმა სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

05 თებ 202412:43
3 წუთის საკითხავი
 

ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი, სადაც პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, დაატოვებინა. 

ამას წინ უძღოდა სამადაშვილმა კითხვები, რომელიც მინისტრობის კანდიდატებს დაუსვა. 

"მოვისმინე თქვენი გამოსვლა ძალიან ყურადღებით და ვერ მოვისმინე სიტყვა უკრაინის გამარჯვებაზე, მე მაინტერესებს ამ ქვეყნის ახლადდანიშნულ მინისტრს, მიაჩნია თუ არა, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს სახელმწიფოს აქვს მომავალი და ამასთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია", - ჰკითხა სამადაშვილმა ჩიქოვანს.

გარდა ამისა, დეპუტატმა ახსენა, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი უწყება კორუფციაში არაერთხელაა მხილებული. კორუფციაზე მითითების შემდეგ, ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს მიმართა: 

"ზრდილობასთან რომ პრობლემები გაქვთ ვიცით, ქალბატონო სალომე... დაუკრეფავში ნუ გადახვალთ... ტაშს რომ უკრავდით მერაბიშვილს, ჯერ იმაზე აგეთ პასუხი... მერაბიშვილის კორუფციულ სქემებზე შეგიძლიათ, ისაუბროთ? სიტყვა ჩამორთმეული გაქვთ... წესრიგს არღვევთ და არ იცავთ რეგლამენტს..." 

ამის შემდეგ კი დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა:

"გთხოვთ, დატოვოთ სხდომათა დარბაზი, მოქცევას როდესაც ისწავლით სხდომათა დარბაზში, მაშინ შეგიძლიათ დაბრუნდეთ... ზრდილობას როცა ისწავლით, მაშინ შეგიძლიათ შემოხვიდეთ". 

სამადაშვილმა კი დარბაზი შემდეგი რეპლიკით დატოვა: 

"აუცილებლად დავტოვებ, პასუხს არ ველოდები, ვინ უნდა გამცეს, ბიძინას დაცვის უფროსმა? დეოლიგარქიზაციაზე ვინ უნდა მელაპარაკოს, ბიძინას დაცვის უფროსი?" - თქვა სამადაშვილმა. 


close დახურვა