logo
ENG



გომელაური გოგა რაზმაძეზე: ვითანამშრომლეთ ჩვენ, ვიმუშავეთ, სასამართლო მიდის, დაველოდოთ

05 თებ 202414:07
3 წუთის საკითხავი
clock 404
2024/02/05/t3teth89xx3p9jr.jpg

"სასამართლო მიდის და დაველოდოთ პასუხს", - ასე პასუხობს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური ხატია დეკანოიძის კითხვას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, გოგა რაზმაძეს ეხებოდა. 

"გოგა რაზმაძემ 2022 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და მოითხოვა მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, ვერ დადგინდა დისკრიმინაცია. განმარტავს, რომ შს-მ წარმოადგინა გოგა რაზმაძის მიერ მიწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი გარემოებები. ვითანამშრომლეთ ჩვენ, ვიმუშავეთ, სასამართლო მიდის და დაველოდოთ პასუხს", - ამბობს გომელაური. 

დეკანოიძემ გომელაურს ჰკითხა, დაინტერესებულა თუ არა ის, როგორც მინისტრი იმ სამხილებითა და მტკიცებულებებით, რომელიც რაზმაძის საქმეშია და გატარდა თუ არა ამ მხრივ კონკრეტული ღონისძიებები. 

"მოგისმენიათ თუ არა ადამიანის უფლებების კონტექსტში, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ ტრიბუნიდან, რომ ადამიანის უფლებების, მათ შორის, თანამშრომლების გაძლიერების [კუთხით] ბევრი და დიდი ძალისმხვება ტარდება თქვენი მხრიდან. მაინტერესებს, კონკრეტულად  მოსმენილი გაქვთ თუ არა უშუალოდ ამ თანამშრომლის მხრიდან და დადგინდა თუ არა თქვენი მხრიდან რამე სახის კონკრეტული ღონისძიების გატარება", - იკითხა დეკანოიძემ. 

***

10 ნოემბერს გოგა რაზმაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს - როგორც მან განაცხადა, შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დისციპლინური სახდელი შეუფარდეს.

12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, Facebook-ზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.

გოგა რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად.

28 ივლისს, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.

აღნიშნული საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა. 30 ოქტომბერს ომბუდსმენის მიერ საქმის შეწყვეტის შესახებ თავად გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა. რაზმაძე აცხადებდა, რომ იოსელიანის მიერ საქმის შეწყვეტის დასაბუთება "სამარცხვინოა".

მისივე ინფორმაციით, იოსელიანმა საქმის შესწავლისას რაზმაძის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ასევე, არ გამოკითხა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის მოწმე არცერთი პირი.


close დახურვა