logo
ENG



ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობის გადადგომის შესახებ განკარგულება დააკმაყოფილა

05 თებ 202415:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/05/5ayff7xgylxim5e.jpg

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის მთავრობის გადადგომის შესახებ. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდის საშუალებით ხდება ცნობილი.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლზე დაყრდნობით მიიღო.

"ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიღებულ იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა.

2. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობები დროებით დაეკისროს რომან ვასილიევიჩ სკლიაარს.

3. ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები აგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

4. ეს განკარგულება ამოქმედდება მისი ხელმოწერის დღიდან", - წერია პრეზიდენტის განკარგულებაში


close დახურვა