სტიქია უტევს დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მაღალმთიან აჭარაში, მეწყერმა სახლები წაიღო. ქედასა და ხულოში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ორი ადამიანი საკუთარ სახლებში დაიღუპა, როცა შენობებზე მეწყერი ჩამოწვა. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და დახმარებას ითხოვს, მაგრამ, ძლიერი თოვის გამო, მაშველები მათთან მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
სტიქია დასავლეთ საქართველოში
06 თებ 202419:57
3 წუთის საკითხავი