სალომე ზურაბიშვილის იდეა ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მისაღებია. პრეზიდენტი მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, შეიქმნას ერთობის პლატფორმა - ევროპისთვის, დაიწეროს ქარტია. კოორდინაციის მომხრეა და ინიციატივა მოიწონა მესამე პრეზიდენტმაც. მეტიც, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზეც უნდა იმსჯელოს. ოცნება ეჭვობს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე ფიქრობს. ამასთან, პრეზიდენტის მოწოდება სხდომათა დარბაზშივე ივანიშვილის დეპუტატებმა დაცინვის საგნად აქციეს. ოცნებაში კვლავ ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტი არჩევნებამდე გადადგება.
ვინ ემხრობა "ერთობის პლატფორმას ევროპისთვის"?
06 თებ 202420:14
3 წუთის საკითხავი