logo
ENG



ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს

08 თებ 202411:07
3 წუთის საკითხავი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. 

უხვი ნალექის გამო 7 თებერვალს, ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.

მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, გუშინ კი 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ღონისძიებაში 200-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა. 

 


close დახურვა