logo
ENG



კობახიძე: მზადდება დოკუმენტაცია, რომ გაიცეს ანაზღაურება სტიქიის შედეგად დაზარალებულებზე

12 თებ 202411:14
3 წუთის საკითხავი
clock 225
2024/02/12/h50kc0mu44xtj8c.jpg

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მზადდება დოკუმენტაცია იმისთვის, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციები გაიცეს. ეს განცხადება მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

მისივე თქმით, გასულ კვირას სტიქიის შედეგად 400-ზე მეტი სახლი იყო დატბორილი, 296 ოჯახი კი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 

"400 საცხოვრებელი სახლი იყო დაახლოებით დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა უკვე ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე, შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები, რესურსები", - თქვა კობახიძემ.

***

გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა