logo
ENG



სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სროლის შედეგად 2 სამხედრო დაიღუპა

13 თებ 202410:08
3 წუთის საკითხავი
 

სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სროლის შედეგად 2 სამხედრო დაიღუპა. არიან დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხურ პოზიციებს სოფელ ნერქინ-ჰანდის მახლობლად გაუხსნეს ცეცხლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო დამატებით ინფორმაციას უახლოეს საათებში გაავრცელებს.  

გასული დღის ბოლოს კი სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის შესახებ ცნობები აზერბაიჯანმა გაავრცელა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სროლის შედეგად აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

ოფიციალურმა ერევანმა ამ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა.


close დახურვა