logo
ENG



EU-მა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ დადგენილება მიიღო

13 თებ 202410:47
3 წუთის საკითხავი
clock 235
2024/02/13/66h3lf8dt57p5ih.jpg

ევროკავშირის საბჭომ მიიღო დადგენილება, რომელიც ქმნის სამართლებრივ ბაზას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებისთვის.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურმა დეპოზიტორებმა, რომლებიც რუსეთის ცენტრალური ბანკის 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, ევროკავშირის სანქციების შედეგად დაგროვილი ფულადი სახსრები ცალ-ცალკე უნდა აღრიცხონ და მიღებული შემოსავალი ცალ-ცალკე შეინახონ.

გარდა ამისა, დეპოზიტორებს ეკრძალებათ მიღებული წმინდა მოგების განკარგვა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად ევროკავშირში, ავსტრალიასა და დიდი შვიდეულის ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 260 მილიარდი ევროს აქტივებია გაყინული.

30 იანვარს, ევროკავშირში რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბელგიის თავმჯდომარეობამ გაავრცელა.  


close დახურვა