logo
ENG



ლელო ოცნებას ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს

13 თებ 202413:34
3 წუთის საკითხავი
clock 246
2024/02/13/p6bzdpkuwm09vnt.jpg

ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ქართულ ოცნებას ბუნებრივი კატასტროფების მართვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

"ქართულ ოცნებას კიდევ არ შეუმუშავებია ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია. მათ სამთავრობო გეგმაში მხოლოდ რამდენიმე წინადადება დაეთმო.

ხელისუფლება არის ვალდებული, დაუყოვნებლივ, არა ზოგადი, ბუნდოვანი, დროში გაწელილი, არამედ დაუყოვნებლივ [წარმოადგინოს] სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, როგორ მართავს ბუნებრივი კატასტროფების რისკებს. შეისწავლოს, რამდენად მზად იყო სახელმწიფო და რამდენად ადეკვატური იყო მისი რეაგირება", - ამბობს ნაცვლიშვილი.

გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა