logo
ENG



ყოფილი ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

14 თებ 202414:11
3 წუთის საკითხავი
clock 508
2024/02/14/44zfexcs4t6lpzd.jpeg

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო და მას 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი ცოლი თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.

"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს" - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 


close დახურვა