logo
ENG



Super Bowl-ის გამარჯვების აღლუმზე სროლა იყო - დაიღუპა 1, დაიჭრა 21 ადამიანი

15 თებ 202408:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/15/jblcp2vsfutlm00.png

Super Bowl-ის გამარჯვების აღლუმზე სროლა იყო, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაჭრილებს შორის 9 ბავშვია, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მისურის პოლიციის ცნობით, დაკავებულია 3 ადამიანი, რომლებიც სროლაში არიან ეჭვმიტანილები. სამართალდამცველების ინფორმაციით, სროლა იუნიონ-სთეიშენის მხრიდან დაიწყო, სადაც ათასობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ კანზას-სითი ჩიფშის მოთამაშეები ჯერ კიდევ სცენაზე იმყოფებოდნენ, როდესაც პირველი გასროლის ხმა გაიგეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა