logo
ENG



ეროვნული ბანკი: იანვარში ფულადი გზავნილები 40.8%-ით შემცირდა

15 თებ 202412:42
3 წუთის საკითხავი
clock 374
2024/02/15/o911rcei4kuxgon.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 236.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) გადმოირიცხა, ეს კი 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

რაც შეეხება საქართველოდან გზავნილებს, საზღვარგარეთ 29.7 მლნ აშშ დოლარი (69.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც გასული წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია. 

სებ-ის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 100.44 აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 38.13%-ს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, ზრდა გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ია. 

 

 

close დახურვა