logo
ENG



"საქმიანი, მშვიდი, მეგობრული" - პაპუაშვილს რიმა ბერაძეც აქებს

22 თებ 202413:41
3 წუთის საკითხავი
clock 504
2024/02/22/wcb1a7sbkdgeie1.jpg

თანაგუნდელების შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ირმა ბერაძემაც შეაქო. მან პაპუაშვილს საქმიანი, მშვიდი, მეგობრული უწოდა და მადლობა გადაუხადა. 

"მინდა, გამოვხატო უღრმესი პატივისცემა თქვენი პიროვნებისადმი, პერსონისადმი და ამაყი ვარ, იმიტომ, რომ თქვენ ბრძანდებით ის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ხელმძღვანელი, კომუნიკაბელური, საქმიანი, მშვიდი, გაწონასწორებული და ძალიან მეგობრული. მადლობა ამ ურთიერთობისთვის", - თქვა ბერაძემ. 

ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე პაპუაშვილი 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. 

 

close დახურვა