ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამო აკრიტიკებენ. რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობიდან 6 წლის თავზე იმისთვის, რომ დამნაშავეები დასჯილიყვნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ - არაფერი, მათ შორის არც საერთაშორისო დონეზე. ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის შემდეგ 6 წელი შესრულდა. მმართველი პარტიიდან საფლავზე არავინ მისულა. ხელისუფლებას ადანაშაულებენ არა მხოლოდ ტატუნაშვილის, არამედ ოკუპანტების მიერ მოკლული ოთხოზორიასა და გინტურის საქმეებზე პასიურობის გამოც.