logo
ENG



სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2 წელი გავიდა - ფოტოები უკრაინიდან
ავტორი: ლანა მრავლაძე
24 თებ 202400:01
758

ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსი ოკუპანტების ჯარი უკრაინაში შეიჭრა. ომი, რომლის დაწყების საფრთხეებზეც უკრაინა და შეერთებული შტატები ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოდან საუბრობდნენ, პირველივე დღეებიდან მოექცა მსოფლიიოს ყურადღების ცენტრში. 2 წლის თავზეც, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებს და ცდილობს, წინ წაიწიოს ფრონტის ხაზზე, თუმცა პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებული დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინა მას ძლიერ წინააღმდეგობას უწევს. 

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც უკრაინაში ომის მიმდინარეობისას, ბოლო თვეებში არის გადაღებული. ფოტოებში ნაჩვენებია რეგიონებიც, რომლებიც ორწლიანი ომის შედეგად სრულად შეიცვალა.

 

2024 წლის 17 თებერვალი - უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის პოზიციებს. უკრაინელი ჯარისკაცი ყურებზე ხელს იფარებს, როდესაც რუსეთის პოზიციებს უკრაინიდან 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნიდან ესვრიან.

ფოტო: Scott Peterson

2023 წლის 10 დეკემბერი - უკრაინელი ჯარისკაცი და მისი მეგობარი გოგონა კრამატორსკში, მატარებლის სადგურზე ერთმანეთს ემშვიდობებიან.

ფოტო: Marek M. Berezowski - Anadolu

2023 წლის 12 დეკემბერი - რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დონეცკში მცხოვრები ადგილობრივი ელენა როდიკი უყურებს თავის სახლს, რომელიც რუსეთმა დაბომბა.

ფოტო: Alexander Ermochenko - Reuters

2024 წლის 13 თებერვალი - უკრაინის სოფელი ბოხოროდნიჩე, სადაც განადგურებული რუსული ტანკები ნახეს. 

ფოტო: Reuters

2024 წლის 23 იანვარი - უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ფოტოგრაფმა ტანკში იმ დროს გადაიღო, როდესაც ბახმუტის მიმართულებით ფრონტის ხაზზე გადიოდა.

ფოტო: Ignacio Marin - Anadolu

2023 წლის 3 ნოემბერი - დონეცკის ოლქი. უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებით არტილერიას ისვრიან.

ფოტო: Diego Herrera Carcedo - Anadolu

2024 წლის 15 თებერვალი - უკრაინელ სამხედროს მოაქვს სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი მას შემდეგ, რაც ის ზაპოროჟიეს რაიონში ფრონტის ხაზის ზემოთ აფრინდა.

ფოტო: Reuters

2023 წლის 7 დეკემბერი - დრონით გადაღებული კადრი ქალაქ ავდიივკაში. ავდიივკაში ინტენსიური ბრძოლები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსები ქალაქზე მასიურ შეტევებს ახორციელებდნენ. 2024 წლის თებერვალში რუსეთმა ქალაქზე კონტროლი აიღო.

ფოტო: Kostya Liberov Libkos

2024 წლის 27 იანვარი - დონეცკის ოლქი, ბოხოროდიჩნეში დანგრეული ხიდის ხედი.

ფოტო: Ignacio Marin - Anadolu

2023 წლის 14 დეკემბერი - ბელარუსის საზღვართან ახლოს უკრაინელი ჯარისკაცების თხრილის ხედი.

ფოტო: Gleb Garanich - Reuters

2024 წლის 14 თებერვალი - უკრაინელი სამხედრო ატარებს დიანა სავიტას ფოტოს მის დაკრძალვაზე. დიანა სავიტა გერმანელი მედიკოსი იყო, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, როგორც მოხალისე შეუერთდა. ის რუსეთის ჯარებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მოკლეს.

ფოტო: Valentyn Ogirenko - Reuters

2024 წლის 26 იანვარი - დონეცკის ოლქი, რუსეთის იერიშის შედეგად განადგურებული შენობის ხედი.

ფოტო: Ignacio Marin - Anadolu

2024 წლის 15 თებერვალი - დონეცკის ოლქი, უკრაინელი ქვეითი რუსეთის მიმართულებით PRG-ს ისვრის.

ფოტო: Diego Herrera Carcedo - Anadolu

2024 წლის 19 იანვარი - უკრაინელი ქვეითი ჯარისკაცი, ბახმუტის მახლობლად, თხრილიდან იყურება.

ფოტო: Ignacio Marin - Anadolu

2024 წლის 29 დეკემბერი - დნიპროს ქალაქის ცენტრში კვამლი ამოდის შენობიდან, რომელიც ძლიერად დაზიანდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მას დაარტყა.

ფოტო: Arsen Dzodzaiev - Anadolu

2023 წლის 11 ნოემბერი - მონაწილეები სწავლობენ იარაღის მართვას სამოქალაქო სასწავლო ცენტრში, ხარკივში. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ბევრმა უკრაინელმა დაიწყო დასწრება კურსებზე, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს ომის დროს საჭირო უნარებს ასწავლიან.

ფოტო: Oleksandr Laphsyn - Global images Ukraine

2024 წლის 16 თებერვალი - დონეცკის ოლქი. რუსეთის მიერ დაბომბილი შენობის შიდა ხედი, რომელიც ფრონტის ხაზზე მდებარეობს.

 

ფოტო: Jose Colon - Anadolu

2024 წლის 20 თებერვალი - ბახმუტში, საბრძოლო პოზიციებზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცი ძაღლს ეთამაშება.

ფოტო: Diego Herrera Carcedo - Anadolu

2023 წლის 21 დეკემბერი - უკრაინის შეიარაღებული ძალების 67-ე მოტორიზებული ბრიგადის ჯარისკაცი დონეცკის ფრონტის ხაზის მონაკვეთზე რუსული დაბომბვის შედეგად გადამწყვარ ტყეში შედის.

 

ფოტო: Marek M Berezowski - Anadolu 

2024 წლის 15 თებერვალი - დონეცკის ოლქში, უკრაინელი ქვეითი ყუმბარმტყორცნიდან რუსული პოზიციებისკენ ისვრის.

ფოტო: Diego Herrera Carcedo - Anadolu 

2023 წლის 15 იანვარი - დნიპროში, სასწრაფო დახმარების პერსონალს გამოჰყავს ქალი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ძლიერად დაზიანდა.

ფოტო: Reuters

2024 წლის 7 თებერვალი - კიევში, ადგილობრივი მცხოვრები თავის ძაღლთან ერთად საცხოვრებელ კორპუსთან ზის, რომელიც რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა.

ფოტო: Reuters

2023 წლის 24 ნოემბერი - პარასკა დემჩუკი, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის, ალექსანდრ მაციევსკის დედა. დგას შვილის საძინებელში, რომელიც რუსუმა სამხედროებმა 2022 წელს სიკვდილით დასაჯეს.

ფოტო: Reuters

2023 წლის 31 იანვარი - ბებია ოლგა დონეცკის რეგიონში ევაკუაციის დაწყებამდე ეხუტება 6 წლის შვილიშვილ არინას და ემშვიდობება.

ფოტო: Reuters

2023 წლის 14 მარტი - კიევში, ადგილობრივები სტუმრობენ უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ კედელს

ფოტო: Reuters

close დახურვა