ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის კმაყოფილია, რომ საქართველოს "ნორმალური ურთიერთობა" აქვს რუსეთთან და ბელარუსთან.
ლუკაშენკოს განცხადებით, მისი სურვილი იქნებოდა, საქართველოს დსთ-ისა და სხვა მსგავს სტრუქტურებში დაბრუნება.
"მადლობა ღმერთს, [საქართველო] ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება. საქართველომ სცადა, მარტივი ფული ეშოვა დასავლეთში. ამერიკელებმა საქართველო უკვე დაივიწყეს.
როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ კუთხით, რომ მათი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენულია, დასავლეთმაც ზეწოლა დაიწყო. პირველ რიგში, შეერთებულმა შტატებმა. შესაბამისი დასკვნა უნდა გავაკეთოთ - დასავლეთში ისინი [ქართველები] არავის სჭირდება", - თქვა ლუკაშენკომ.