logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთს ეწვია

28 თებ 202408:20
3 წუთის საკითხავი
clock 315
2024/02/28/b6k309u6rfmafl3.jpg

27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა, სადაც ის უკრაინა-ბალკანეთის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არის "გადამწყვეტი მომენტი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად და უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატავად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში"

ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე ბალკანეთის სახელმწიფოების რამდენიმე ლიდერს შეხვდება.

ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია ალბანეთში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებების მთავარი თემა ე.წ. მშვიდობის ფორმულა იყო.


close დახურვა