logo
ENG



20 წლის ქალის მკვლელობა ლილოს დასახლებაში - ბრალდებული დაკავებულია

29 თებ 202410:02
3 წუთის საკითხავი
 

20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.. არის დაკავებული. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ..-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


close დახურვა