logo
ENG



კობახიძე აზარაშვილის გადადგომაზე: ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით

01 მარ 202412:03
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს. 

კობახიძის თქმით, ის ხედავდა პრობლემებს აზარაშვილის მუშაობაში, კერძოდ კომუნიკაციისა და მართვის კუთხით.

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, მე მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკურის მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება"- ამბობს კობახიძე.

დღეს, 1-ელ მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის მინისტრს ესაუბრა, რის შემდეგაც აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.


close დახურვა