logo
ENG



ხვალიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც იმოძრავებენ

01 მარ 202414:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/onhp8c5r5a94uqn.jpeg

ხვალიდან, 2 მარტიდან N308 მარშრუტზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. თბილისის მერიის ცნობით, ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.

N308 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდება უკვე არსებული სქემით - თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, კოსტავას ქუჩის, გმირთა მოედნის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის ქუჩის, წერეთლის გამზირის, ერისთავის ქუჩის, გურამიშვილის გამზირის, სარაჯიშვილის ქუჩის, აკაკი ვასაძის ქუჩის, მეტროს ახმეტელის თეატრის მიმართულებით და მოძრაობას ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) დაასრულებს.

რაც შეეხება უკუმიმართულებით მოძრაობას, როგორც მერიაში ამბობენ, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ისტორიულ არეალებში მდებარე ზოგ ქუჩაზე ინფრასტრუქტურული ჩარევა მიზანშეწონილი არაა, რაც 18-მეტრიანი ავტობუსების გაბარიტების გათვალისწინებითაა საჭირო, შეიცვლება მარშრუტი და მცირედი ცვლილებით იმოძრავებს.

"კერძოდ, ამ შემთხვევაში, ავტობუსი მგზავრთა მომსახურებისთვის გამოიყენებს ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებს, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედანს, თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩას, წერეთლის გამზირს, ერისთავის ქუჩას, გურამიშვილის გამზირს, სარაჯიშვილის, ქერჩისა და ვასაძის ქუჩებს, შემდეგ გადაადგილდება მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიისკენ და ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) გაჩერდება", - წერს მერია.

მათივე განცხადებით, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 162 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით.

"ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას. ასევე, WIFI მოწყობილობას", - ნათქვამია განცხადებაში. 

მერიაში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში 18-მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება N301-სა და N314 მარშრუტებზეც იგეგმება.


close დახურვა