logo
ENG



შიდა ქართლში, 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს

02 მარ 202422:30
3 წუთის საკითხავი
 
შიდა ქართლში, 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს

შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვნების ოჯახის ნათესავია.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 4 "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კაცს ბრალდება უკვე წარედგინა და ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.


close დახურვა