ყაზახეთის ქალაქ ალმათში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ ბიძგები იგრძნობოდა მეზობელი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკშიც.
მედიის ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.