კომპანია Bolt-ისა და Yandex-ის ტაქსის მძღოლები რესპუბლიკის მოედანზე აქციას მართავენ. ისინი სათანადო სამუშაო პირობებსა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ.
მოთხოვნებს შორისაა დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაც. თანამშრომლები სარჩელის მომზადებასაც გეგმავენ.
"სარჩელის შეტანა იგეგმება დღეს 2 საათზე საქალაქო სასამართლოში. პროფკავშირების დახმარებით ჩაბარდება სარჩელი, სადაც იქნება ჩამოყალიბებული ჩვენი მოთხოვნები და გაფორმებული იქნება იურიდიულად.
ყურადღება არის 0, როგორც კომპანიის, ასევე მთავრობის მხრიდან. დავიღალეთ ამ მოთხოვნების გაჟღერებით და პირდაპირ ვითხოვთ ნებისმიერ წარმომადგენელს მთავრობიდან, მერიიდან, მუნიციპალიტეტიდან, რომელიც დაგვსვამს კომპანიასთან კონკრეტული მოლაპარაკების საკითხებზე", - ამბობს ტაქსის მძღოლი.