ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ყველა მიმართულებით, რამდენიმე საათით გადაიდო.
მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განათების მწყობრიდან გამოსვლა გახდა. განათეის შეკეთება ამ წუთებში მიმდინარეობს.
ფორმულას ინფორმაციით, ასაფრენ მზადყოფნაში მყოფი ქუთაისი - აბუ დაბის რეისიდან მგზავრები ჩამოსვეს.
ქუთაისი-ლარნაკას რეისის ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ხსენებული მიზეზის გამო მათი რეისიც, 2 საათით გადაიდო.
საქაერონავიგაციის ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
"შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას"- ნათქვამია განცხადებაში.