logo
ENG



მოსამართლე მიქაუტაძეს დედამ $50000 აჩუქა

05 მარ 202414:27
3 წუთის საკითხავი
clock 308
2024/03/05/mcw2zxl0socc8r1.jpg

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი მიქაუტაძეს დედამ 50 ათასი დოლარი აჩუქა. ამის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც 2023 წლის მდგომარეობას ასახავს. 

დეკლარაციის თანახმად, მიქაუტაძე 4 მიწის ნაკვეთს ფლობს ქალაქგარეთ, ასევე ორ ავტოფარეხსა და ბინას თბილისში. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მიქაუტაძესა და მის ცოლს ორი მანქანა ჰყავთ, ასევე კვადროციკლი.

გასულ წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შემოსავალი 134 911 ლარი იყო, ხოლო მისი ცოლის მაია კვირიკაშვილის, რომელიც ასევე მოსამართლეა - 85 513 ლარი.

2012-2019 წლებში გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.

მოსამართლე მიქაუტაძეს დედამ ფული - 100000 დოლარი - 2022 წელსაც აჩუქა. 

გასული წლის აპრილში მან რადიო თავისუფლებას მიაწოდა დედის, დარეჯან თავართქილაძის სამსახურიდან 2023 წლის აპრილში გაცემული ცნობა. დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლის დედა სს "ბახტრიონში" 2019 წლის 4 თებერვლიდან მუშაობს და თვის განმავლობაში შემოსავლის სახით 22 ათას ლარზე მეტს იღებს.


close დახურვა