logo
ENG



დროა: ხიდაშელი აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს ესაუბრებოდა - ვოლსკის მათი პოზიციები გააცნო

07 მარ 202410:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/07/jdnvzefinwy1tx9.jpg
ფოტო: დროა

პარტია დროას ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი პარლამენტის ვიცესპიკერს, გია ვოლსკის ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა.

პარტიის თქმით, ხიდაშელის და ვოლსკის შეხვედრა პარლამენტთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში შედგა და მათ დროას წევრები შეესწრნენ.

პარტიაში ამბობენ, რომ ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე.

"ნაწყვეტები რუსი ოლიგარქის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:

1. რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;

2. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;

3. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;

4. "რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული" - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;

5. "7 კომპანიაა და 20% დღგ" - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;

6. “მე რომ ეს თემა დავძრა, უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი", - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;

7. “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;

8. “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” - ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს", - წერია დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარტია ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც 6 მარტით არის დათარიღებული. 

 


close დახურვა