logo
ENG



ზურაბიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

07 მარ 202419:37
3 წუთის საკითხავი
clock 316
2024/03/07/f5vkbca285pbs92.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და სამოქალაქო აქტიურობის გამო ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც გასული წელი, როცა ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, მიმდინარე წელიც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის განცხადებით, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა, არჩევნებზე მისვლა და არჩევნებში მონაწილეობისათვის მობილიზება, რადგან როგორც წესი, ყველგან და ამაში გამონაკლისი არც საქართველოა, არჩევნებში ზოგადად, ახალგაზრდების დაბალი აქტივობა ფიქსირდება.

"თქვენი პასუხისმგებლობაა ეს გზავნილი მიიტანოთ სხვა ახალგაზრდებამდე და იმ ადამიანებამდე, ვინც დღეს საზღვარგარეთ სწავლობს და მუშაობს, რომ ამ საარჩევნო პროცესში მათი ხმა, თქვენს ხმასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრეზიდენტმა.


close დახურვა