ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გამოაცხადა.
კობახიძის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ამ საკითხზე ინდივიდუალური კონსულტაციები ჰქონდა როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
"ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი და ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებში იყო ზუსტად", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც ის ამბობს, ბოლოს მივიდა დასკვნამდე, რომ უპირატესობა ოცნების პოლიტიკური გუნდის წევრისთვის, მიხეილ სარჯველაძისთვის მიენიჭებინა.
***
ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა.