logo
ENG



გვარამიას და მელიას გუნდები გაერთიანდნენ - პარტიის სახელია ახალი, საარჩევნო ნომერი - 4

11 მარ 202414:59
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას გუნდები გაერთიანდნენ. ამის შესახებ ამ წუთებში გახდა ცნობილი.

პარტიის სახელი იქნება ახალი, საარჩევნო ნომერი კი 4.

"პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით.

ჩვენ ასეევ ვიცით, როგორ ვმართოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას, წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ამოცანა, მიზანი და ამ მიზანს თქვენთნ ერთად მივაღწევთ", - თქვა გვარამიამ.

მისივე თქმით, მათ აქვთ გაერთიანების სურვილი, რადგან, გვარამიას თქმით, მხოლოდ გაერთიანებითაა ბიძინა ივანიშვილის დამაცხება შესაძლებელი.


close დახურვა