რატომ უქმნის ხელისუფლება ფოთის პორტს პრობლემებს? ჭიანურდება ხელშეკრულება დანიურ კომპანიასთან, რომელიც 200 მილიონი დოლარის დაბანდებას და ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის აშენებას აპირებს. ქვეყანას ამ დროს არც ანაკლიის პორტი აქვს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი სატრანზიტო მოთხოვნა გაზრდილია. ფოთის პორტის გაფართოება ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როცა ხელისუფლებამ ანაკლიისთვის დაბრკოლებების შექმნა დაიწყო. იმ დროს ისმოდა კრიტიკაც, რომ ხელისუფლება ალტერნატივას ქმნის დასავლური პროექტისთვის. ახლა შეფერხებებია ფოთშიც, ეს ემთხვევა პერიოდს, როცა მთავრობამ ანაკლიისთვის კონკურსი უნდა გამოაცხადოს, აქ კი არსებობს ვარაუდი, რომ ოლიგარქის გუნდი ჩინურ ინვესტიციაზე გააკეთებს არჩევანს.