logo
ENG



უცხო ქვეყნის მოქალაქის მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის 2 ადამიანი დააკავეს

13 მარ 202410:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/13/eiosu67ayg3hh4s.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის ორი ადამიანი დააკავეს, ოთხზე კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა აზერბაიჯანში გაცემული ნოტარიულად დამოწმებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრის სახელით, თბილისის იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლის საფუძველზეც შეეცადნენ უცხოეთის მოქალაქის სახელზე რეგისტრირებული - თბილისში მდებარე 624 472 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთის გასხვისებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180 მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


close დახურვა