logo
ENG



სენატორი შუმერი ისრაელში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

14 მარ 202422:06
3 წუთის საკითხავი
clock 277
2024/03/14/lle83e0orbu7d8z.jpg

აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნებისკენ მოუწოდებს. შუმერი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის "პოლიტიკურ გადარჩენას" ქვეყანაზე მაღლა აყენებს.

წარმოშობით ებრაელი შუმერი სენატში დემოკრატების ლიდერია. იგი ამბობს, რომ ნეთანიაჰუ "გზას ასცდა". შუმერი აღნიშნავს, რომ ღაზაში უზარმაზარი სამოქალაქო მსხვერპლი მოკავშირეების გაუცხოებას გამოიწვევს.

სენატში სიტყვით გამოსვლისას სენატორმა და ისრაელის დიდი ხნის მხარდამჭერმა მწვავედ გააკრიტიკა ისრაელელი ლიდერი და თქვა, რომ ისრაელმა თავისი კურსი უნდა დააკორექტიროს.

"ისრაელელებს აქვთ არჩევანი. აუცილებელია ისრაელის მომავალზე ახალი დისკუსიის დაწყება. ჩემი აზრით, ამის მიღწევა საუკეთესოდ არჩევნების გზით შეიძლება", - დასძინა მან.

შუმერის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუიდ აბასი ასევე უნდა გადადგეს. პალესტინის ლიდერი 87 წლისაა, კონფლიქტის განმავლობაში ნაკლებად ჩანს და მისი მთავრობის განმავლობაში დასავლეთ სანაპიროზე 2006 წლის შემდეგ არჩევნები არ ჩატარებულა.

შუმერის გამოსვლა გააკრიტიკა სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა, რომელმაც 40-წუთიან გამოსვლას "გროტესკი" და "უპრეცედენტო უწოდა.

ვაშინგტონში ისრაელის ელჩმა, მიჰაელ ჰერცოგმა ასევე გააკრიტიკა ეს გამოსვლა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "უსარგებლო" და "კონტრპროდუქტიულია" დემოკრატი მოკავშირის შიდაპოლიტიკური სცენის კომენტირება.


close დახურვა