logo
ENG



დააკავეს კაცი, რომელმაც ძაღლს ცული ჩაარტყა, მის სახლში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

15 მარ 202413:30
3 წუთის საკითხავი
clock 389
2024/03/15/247z1k77zywmnwc.jpg

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, 13 მარტს ქალაქ თეთრიწყაროში, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, ქუჩაში ძაღლის ყეფით გაღიზიანების ნიადაგზე, ძაღლს ცული დაარტყა და ჭრილობა მიაყენა. როგორც პროკურატურაში ამბობენ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 130,6 გრამი გამომშრალი მარიხუანა და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება), 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა), 273-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა


close დახურვა