logo
ENG



მექსიკის საზღვართან ქართველები გაიტაცეს

16 მარ 202416:29
3 წუთის საკითხავი
clock 1263
2024/03/16/a6d21doxzmwqqtn.jpg

მექსიკის საზღვართან ქართველები გაიტაცეს. ამის შესახებ ფორმულას გატაცებულთა ახლობელი უყვება.

ქართველები, რომლებიც აშშ-ში შესვლას არალეგალურად გეგმავდნენ, კრიმინალური ჯგუფის ხელში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მექსიკურ ნარკოკარტელს 30-მდე ქართველი მძევლად ჰყავს აყვანილი.

გატაცებულთა ახლობელი ფორმულასთან ამბობს, რომ ტყვეობაში მყოფებზე ფიზიკურად ძალადობენ და გამოსასყიდს ითხოვენ. მისი თქმით, ფულს ნარკოკარტელი ე.წ. გადამყვანისგან ითხოვს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.


close დახურვა