logo
ENG



ტრამპი: მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, პუტინი უკრაინაში შეჭრას არ გადაწყვეტდა

18 მარ 202413:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/18/tle8fjrzx1bd666.jpg

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას "არ გადაწყვეტდა".

ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მე კარგად ვიცნობდი პუტინს, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის არასდროს გადაწყვეტდა უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენ რომ ნამდვილი ლიდერი გვყოლოდა, ის [პუტინი] ამას არასოდეს გააკეთებდა.

გახსოვდეთ, რომ ის ამაზე [უკრაინაში შეჭრაზე] წლების განმავლობაში არ ფიქრობდა, ამის რეალური საფრთხე არ არსებობდა. მე ველაპარაკე პუტინს და ვუთხარი - "თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ", - ამბობს ტრამპი.


close დახურვა