გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის თბილისის მოსახლეობას 15 ახალ მეტროსადგურს ჰპირდება.
მათი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მეტრო გაფართოვდება, ერთ-ერთი სადგური კი დიდ დიღომში იქნება.
ამ დაპირებას თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ ეს აბსურდია.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - გახარიას პარტიის მიერ დაანონსებული 15 მეტროსადგურის მშენებლობა არის აბსურდი და ტყუილი დაპირება.
1. მის მიერ აღნიშნულ დერეფნებზე, არსებული მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ვერც ერთი კვალიფიციური ექსპერტი ვერ დადებს დადებით ტექნიკურ ეკონომიკურ დასაბუთებას.
2. თუ არ იქნება ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ გასცემს დაფინანსების თანხმობას.
3. ბიუჯეტს არ გააჩნია ამის შესაძლებლობა და რომც ჰქონდეს, იქნება თანხების არახარჯთეფექტური ფლანგვა.
ვისურვებდი რომ პოლიტიკოსები გადაეჩვიონ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას", - წერს წილოსანი.