ალბანეთის პრემიერმინისტრმა, ედი რამამ უარს ამბობს, ბოდიში მოიხადოს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის სიძეზე კითხვის გამო ქალ ჟურნალისტს სახეზე ხელით შეეხო. პრემიერმინისტრს ჟურნალისტის ფიზიკურ დაშინებაში სდებენ ბრალს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კითხვის დასმის შემდეგ რამა, სავარაუდოდ, ჟურნალისტ ამბროზია მეტას სახეში ხელი ჰკრა.
მეტამ, რომელიც ალბანურ ტელევიზია Syri TV-ში მუშაობს, თქვა, რომ რამა მას "ლოყაზე ხელით შეეხო".
"ვუთხარი მას "აღარ შემეხო", ეს იყო და ეს", - თქვა მან და დასძინა, რომ პრემიერს ეკითხებოდა ალბანეთში საინვესტიციო პროექტის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ჯარედ კუშნერთან, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სიძესთან.
"სამწუხაროდ, პრემიერ მინისტრი რამა ფიზიკური კონტაქტით თავის ჩვეულ ქედმაღლობას ავლენს ჟურნალისტების მიმართ. ვწუხვარ, რომ მთავრობის მეთაური ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს, როდესაც კითხვებს უსვამენ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს", - თქვა მეტამ.
დასავლეთ ბალკანეთში პრესის უფლებებზე მომუშავე ჯგუფმა SafeJournalists Network-მა რამას ქმედებებს "მიუღებელი და საგანგაშო" უწოდა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ რამას არაერთხელ გადაუხდია სამაგიერო ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ, მათ შორის პრესკონფერენციებიდან დაბლოკვის გზით.
ალბანეთის პრემიერი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას "საძაგლობას" უწოდებს და ბოდიშის მოხდაზე უარს ამბობს.
A disgusting, yet no surprising gesture of #Albania PM, @ediramaal harassing a female journalist today. pic.twitter.com/0DFuUOzDwX