logo
ENG



თურქეთში დააკავეს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, რომელმაც რუსული პასპორტი დაწვა

20 მარ 202420:10
3 წუთის საკითხავი
clock 108

ამ დრომდე მძიმე პირობებში თურქეთის საპატიმრო დაწესებულებაში რჩება საქართველოს მოქალაქე. 35 წლის მარიამ ფესვიანიძე თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში დააკავეს, როცა რუსეთის პასპორტი საელჩოს წინ დაწვა. ქალს საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. მას თურქეთში რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკის ხელყოფას ედავებიან, რაც გაუგებარია ოჯახისა და მეგობრებისთვის. ბოლო ცნობით, ოჯახს საკონსულო დაუკავშირდა და რამდენიმე დღეში საკითხის გარკვევის პირობა მისცა.


close დახურვა