
გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს. სიების შემდგენიც, წამშლელებიც თვითონ არიან და თუ აინტერესებთ ჩემი ძმის მკვლელობა, გამოიძიებენ კიდევაც და არ იძიებენ, არ აინტერესებთ. მინისტრის გამოსვლის შემდეგ, საერთოდ აზრი აღარ აქვს, რომ მთავრობას მივმართოთ. ჯერ მთავრობა სად არის, სად გვყავს მთავრობა - ერთი იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგს მივმართოთ, საქმე მზადდება და სიმართლეს გავიგებთ სტრასბურგიდან.