logo
ENG



საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს დაიწყება

22 მარ 202413:45
3 წუთის საკითხავი
clock 580
2024/03/22/54lojq59trsdj7n.png

საქართველო - საბერძნეთის მატჩის ონლაინ ბილეთების გაყიდვა 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ნაკრების ცნობით, ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში - TKT.ge-ზე გაიყიდება.

თითოეულ მომხმარებელს, მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების ფასი: 10, 20, 30 და 50 ლარი იქნება. 

***

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურის ნაკრები ანგარიშით 2:0, 21 მარტს დაამარცხა. ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გადავიდა. 

 


close დახურვა