logo
ENG



აშშ-ის სენატმა 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

23 მარ 202413:55
3 წუთის საკითხავი
clock 314
2024/03/23/mvh0np8c85t2t5x.jpg

აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო. 

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კანონპროექტი 74 ხმით დაამტკიცეს, წინააღმდეგ 24 სენატორი წავიდა. ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკვე გადაეგზავნა.

სენატორებმა მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება დროულად, ადგილობრივი დროით 12:01 საათამდე ვერ შეძლეს. თუმცა მოგვიანებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატორებმა მთავრობის დაფინანსების გაგრძელების შესახებ კენჭისყრის ჩასატარებლად შეთანხმებას მიაღწიეს.


close დახურვა