logo
ENG



დღეს ენმ პრეზიდენტს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს

25 მარ 202411:34
3 წუთის საკითხავი
clock 325

დღეს მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პარტიის წევრები და მოქალაქეები ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბებიან. ავტოკოლონა წალენჯიხიდან თბილისის მიმართულებით დილით უკვე დაიძრა. მათ ზუგდიდიც შეუერთდა, მომდევნო გაჩერებები ქუთაისი და გორი იქნება.

"სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ვიწყებთ გამარჯვებული წალენჯიხიდან, ყველაზე მამაც და ყველაზე გამბედავ ადამიანებთან ერთად. დიახ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ასიათასობით ჩვენმა მოქალაქემ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ეს დღე აუცილებლად შევა თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, ვის ირჩევს - ევროპული დემოკრატიის გზას, თუ ის ირჩევს რუსული ავტორიტარიზმის გზას", - თქვა ჯაფარიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 16 თებერვალს  დაიწყეს.


close დახურვა